მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 1.2 მლნ ადამიანს გაეწია

62e66a14debce
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.22 18:05
702
საქსტატის ჯანმრთელობის დაცვის 2021 წლის მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში საწოლფონდის მოცულობა, ასევე საავადმყოფოებში დაყოვნებისა და დატვირთვის მაჩვენებლები გაიზარდა.

პუბლიკაციაში ქვეყანაში პირველადი დიაგნოზით რეგისტრირებული სხვადასხვა დაავადებებისა და ამავე დროს მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებების შესახებ ინფორმაციაცაა მიმოხილული.

2021 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა თითქმის ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვის გაზრდილია. კერძოდ: თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების მაჩვენებელი 37.5%-ით; ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებების - 35.5%-ით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების - 34.3%-ით, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებების - 28.1%-ით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებების - 21.1%-ით. ამ მხრივ ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს ფიქსირდებოდა.

რაც შეეხება მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულ ავადობის ჯგუფებს, გასულ წელს ყველაზე მეტად სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებებით ვრცელდებოდა.

აღსანიშნია, რომ 2021 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ, წინა წლის ანალოგიურად, 530 ერთეული შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთვის შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 162 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო წლის განმავლობაში დაფიქსირდა შიდსით გარდაცვალების 138 შემთხვევა.

ამასთან, 2021 წელს მოსახლეობის ტუბერკულოზით ავადობა 10%-ით შემცირდა და 1 647 ერთეული შეადგინა. ასევე, 11.2%-ით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა (4 973 კაცი).

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები