მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე სებ-ის და აუდიტის სამსახურის დასკვნას ველოდები - კოვზანაძე

60eeec93df907
თელარა გელანტია
14.07.21 19:34
702
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით სებ-ის და აუდიტის სამსახურის დასკვნას ელოდება.

საქმე ის არის, რომ bm.ge-მ ირაკლი კოვზანაძეს ჰკითხა - მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის გათვალისწინებით, რამდენად აქვს საქართველოს მთავრობას სუბსიდირების პროგრამების ფუფუნება და უშლის თუ არა აღნიშნული ხელს ფასების სტაბილურობას, რომელიც ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს, რომ მაღალ საბიუჯეტო დეფიციტთან დაკავშირებით მას კითხვები 2020 წლის ბოლოსაც ჰქონდა.

„15 ივლისს ანუ ხვალ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე გვექნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც ველოდები ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს იმ თემებთან და კითხვებთან დაკავშირებით, რაც არსებობს - ეს ეხება ინფლაციას, ბიუჯეტის დეფიციტს და ა.შ.. რადგან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარმოვადგენ, როცა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მტკიცდებოდა, ჩემთვის კრიტიკულდ მნიშვნელოვანი იყო მათი დასკვნები, ვინაიდან ჩვენ ერთ-ერთი მაღალი დეფიციტით ვმუშაობდით და ვნახეთ რა გამოიწვია ამან - როგორი მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი. მე არ შევდივარ ინფლაციის მიზეზების ინვენტარიზაციაში, მაგრამ შედეგს ვხედავ და 15 ივლისს გვექნება შესაძლებლობა დავინახოთ, რა ხედვა აქვს სებ-ს და აუდიტის სამსახურს ამ თემებზე“, - განაცხადა bm.ge-თან ირაკლი კოვზანაძემ.

ყველაფერი, რაც 2021 წლის ბიუჯეტში იცვლება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები