მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2021 წლის ეკონომიკის 10.8%-იანი გადატვირთვა დივერსიფიცირებულია - "თიბისი კაპიტალი"

61c2176cb03db
თამთა ჯიჯავაძე
22.12.21 00:30
545
2021 წლის ეკონომიკის 10.8%-იანი გადატვირთვა დივერსიფიცირებულია - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მაკროსექტორულ განახლებაშია აღნიშნული.

როგორც მიმოხილვაში წერია, მშპ-ის ზრდაში ფულადი გზავნილების, ტურისტული შემოსავლებისა და ექსპორტის კონტრიბუცია მაღალი იყო.

„FDI-ის გავლენა მცირედით პოზიტიური იყო, თუმცა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე, რადგანაც სააქციო კაპიტალში უცხოური ინვესტიციები შემცირდა. ამასთან, დაკრედიტებამ ეკონომიკის გადატვირთვა კიდევ უფრო გააძლიერა. სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ლოქდაუნისა და მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მიერ 2020 წელს დაგროვებული დანაზოგების 2021 წელს გახარჯვის ეფექტი. მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, ნომინალური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 22.8%-ს შეადგენს. ხოლო რეალური მშპ-ის ზრდა 2019 წელთან შედარებითაც დადებითი იქნება და დაახლოებით 3.3%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები