დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამ ინტერვენციის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.3001 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.88 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 4.0713 ლარი გახდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ტაო ჟანგის განცხადებით, მაღალი ალბათობით ინტერვენციების განხორციელების საჭიროება 2021 წელსაც იქნება.
2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც ჯამურად $873.3 მილიონი დოლარი გაყიდა.




























