2022 წლის ნოემბრიდან პირველად, 5 სექტემბერს Brent -ის ფასმა $91 გადააჭარბა.
Brent -ის მარკის ნავთობზე ნოემბრის ფიუჩერსების ფასმა, სამშაბათის ვაჭრობაზე, 1 ბარელზე 91.01 დოლარი შეადგინა. დასავლეთ ტეხასური ნავთობის (WTI) ფიუჩერსებზე ფასი კი, 2.84%-ით მოიმატა და 1 ბარელზე 87.9 დოლარი შეადგინა.
ნავთობზე ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდების შემცირების გადაწყვეტილებას გაახანგრძლივებს. კერძოდ, რუსეთი წლის ბოლომდე შეინარჩუნებს მსოფლიო ბაზრისთვის 300 ათასი ბარელით ნაკლები ნავთობის მიწოდებას, საუდის არაბეთი კი, შეინარჩუნებს 1 მლნ ბარელით შემცირებულ მოპოვებას.
5 სექტემბერს, თბილისის დროით 21.30 წუთზე 1 ბარელი Brent -ის მარკის ნავთობის ფასი 90.48 დოლარი ღირს, WTI-ის ღირებულება 87.23 დოლარია.