მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წლის შოკური ტალღის გადავლის შემდეგ შუა კორიდორში სატრანზიტო ტვირთის კლებაა - PMC

ლარსი

2022 წლის შოკური ტალღის გადავლასთან ერთად, შუა კორიდორზე არსებულმა ოპერაციულმა პრობლემებმა და მაღალმა ფასებმა კონტეინერებით მოძრავი სატრანზიტო ტვირთის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ პუბიკაციაში წერია.

საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ორი სავაჭრო-ლოგისტიკური მარშრუტი არსებობს. ერთი მათგანია ჩრდილოეთის სახმელეთო კორიდორი, რომელიც რუსეთზე გადის და ცენტრალური აზიიდან საქართველოში ტვირთის შემოტანას საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გულისხმობს.

ეს მარშრუტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უფრო მიმზიდველი და პოპულარული იყო მეორე მარშრუტთან შედარებით, რომელიც კასპიის ზღვასა და აზერბაიჯანზე გადის და შედარებით განუვითარებელია.

"2022 წლამდე „შუა კორიდორი“ დაბალი პოპულარობით სარგებლობდა: 2014-2021 წლებში ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ნაკადების მოცულობის მხოლოდ 4% გადიოდა შუა კორიდორზე. თუმცა შუა კორიდორის განვითარებამ ბოლო წლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა; 2022
წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის, რუსეთზე სანქციების დაწესების (რამაც კომპანიებისთვის პოლიტიკურად სენსიტიური გახადა ჩრდილოეთ კორიდორის მარშრუტის გამოყენება) და სხვა მსხვილი გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით გააძლიერა სავაჭრო პარტნიორებისა და სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ტრენდი და საჭიროება. შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა შუა კორიდორზე და 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საკონტეინერო გადაზიდვები შუა კორიდორში 33%-ით გაიზარდა.

თუმცა, 2022 წლის შოკური ტალღის გადავლასთან ერთად, კორიდორზე არსებულმა ოპერაციულმა პრობლემებმა და მაღალმა ფასებმა კორიდორზე კონტეინერებით მოძრავი სატრანზიტო ტვირთის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია: 2023 წლის პირველ 8 თვეში კონტეინერების მოძრაობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა (ამ ტვირთმა ძირითადად საზღვაო მარშრუტებზე გადაინაცვლა).

საპასუხოდ შუა კორიდორის ქვეყნებმა, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მრავალი ინიციატივა წამოიწყეს შუა კორიდორის განსავითარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიაციატივების მთავარი ფოკუსია, დერეფნის, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანზიტო კორიდორის განვითარება, მსოფლიო ბანკის კვლევა აჩვენებს, რომ შუა კორიდორის უფრო დიდი
მნიშვნელობა და პოტენციალი თავად კორიდორის ქვეყნების სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში იმალება", - წერია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები