მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ბათუმსა და ფოთში საკონტეინერო ტვირთების 19%-იანი ზრდა გვაქვს - თამარ იოსელიანი

63f7580738a08
ელენე გოგბერაშვილი
23.02.23 23:20
1129
2022 წელს საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, ტვირთბრუნვა გაზრდილია როგორც ფოთის, ისე ბათუმის პორტებში. მხოლოდ საკონტეინერო ტვირთების მიმართულებით გასულ წელს პორტებმა 19%-იანი ზრდა აჩვენეს.

„2022 წელი განსაკუთრებული იყო ჩვენი ნავსადგურებისათვის, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის მიმართულებით. ბათუმსა და ფოთში კონტეინერების მიმართულებით დაახლოებით 19%-იანი ზრდა გვაქვს.

2013 წელს რომ შევადაროთ, პირველად გვაქვს, როდესაც ბათუმმა მიაღწია დაახლოებით 120 000 TEU-ს და დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს, ფოთში 18%-იანი ზრდაა.

ტვირთბრუნვის ზრდა განაპირობა ჩრდილოეთ კორიდორიდან ტვირთების გადმომისამართებამ. ასევე კოვიდ პანდემიის შემდეგ ვიცით, რომ ფასების დასტაბილურება მოხდა ბაზარზე, შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით, ასევე შუა აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით.

რაც შეეხება ნაყარ ტვირთებს, ნაყარი ტვირთების მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაახლოებით 19%-იანი ზრდა, გენერალური ტვირთების მიმართულებით 9%-იანი ზრდა, ხოლო ნავთობის მიმართულებით კლება გვაქვს დაახლოებით 33%-იანი“,-აცხადებს თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, ქვეყნის ნავსადგურებს კონტეინერების მიმართულებით ზრდის პოტენციალი კიდევ აქვს, რაც შეეხება ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ეს მიმართულება უფრო ათვისებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები