მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წელს ექსპორტზე 9 მილიონი ბოთლი გავიტანეთ, წელს 20%-ით ზრდას ვგეგმავთ“ – „ბადაგონი“

6439636d6caaa
ალა ისპირიანი
14.04.23 19:19
860

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში 467.07 მლნ დოლარით კვლავ რუსეთია. მას 387.02 მლნ-ით თურქეთი, 246.35 მლნ დოლარით ჩინეთი, 242.15 მლნ-ით აზერბაიჯანი და 203.18 მლნ-ით სომხეთი მოჰყვება. TOP 10 ექსპორტიორი კომპანიიდან, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი გაყიდა „ბადაგონი“ მეორე ადგილს იკავებს.

"ბადაგონი"-ს დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ BMGTV-ის გადაცემა „ საქმიან დილაში“თქვა, რომ მათი წილი რუსეთი ბაზარზე 40%-ია და მიმდინარე წელს ზრდა აღარ იგეგმება.

„ბადაგონი მსოფლიოს მასშტაბით 32 ქვეყანაში ოპერირებს. საკმაოდ გააქტიურებულია აზიის ბაზარი - ჩინეთი ლიდერად რჩება, მაგრამ წელს დავიწყეთ უზბეკეთთან და თურქმენეთთან მძლავრი გადატვირთვები. გვაქვს ასევე ინდოეთის და ბაჰრეინის ბაზარი. რუსეთის ბაზარზე ჩვენი წილი იგივე რაოდენობითაა შენარჩუნებული, თუმცა სხვადასხვა ბაზრების განვითარების ტენდენციაა. შარშანდელი წელი დავასრულეთ 9 მილიონი ბოთლის ექსპორტით, წელს ამის მატებას 20%-ით ვგეგმავთ და ეს წილები ისე გადანაწილდება, რომ მატება რუსეთი ბაზარზე აღარ იქნება ", - განაცხადა გიორგი სალაყაიამ. 

რაც შეეხება ევროპის ბაზრებს, მისი თქმით „ბადაგონი“ ევროპის 14 ქვეყანაში გადის და წელს გაყიდვების წილის 27%-დან 35%-მდე ზრდა იგეგმება. 

"საინტერესოა ევროპის მიმართულებაც, კერძოდ პოლონეთის ბაზარზე თითქმის 100%-იანი ზრდა გვქონდა და ასევე გერმანიის ბაზარზეც ზრდა იყო. "ბადაგონი"-ს საერთო გაყიდვების წილი გასულ წელს 27%-ით დავხურეთ და წელს გაყიდვები 35%-მდე ავა. ბადაგონისთვის ინდოეთი და ბაჰრეინის ბაზარიც გაიხსნა და ვფიქრობთ, ამ ბაზრებზე ორციფრიან ნიშნულს დაიკავებს", - თქვა მან. 

ბადაგონი"-ს დამფუძნებელის განმარტებით, მათთვის ადგილობრივი ბაზარიც მნიშვნელოვანია, რაც უკვე 25%-იან ნიშნულზე ავიდა:" ამ კუთხით კიდევ ვგეგმავთ განვითარებას, რადგან საქართველოში ჩვენი ღვინო მოთხოვნადი გახდა“.

TOP 10 ექსპორტიორი კომპანია, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი გაყიდა შემდეგნაირად გამოიყურება:
1) აიდიეს ბორჯომი საქართველო;
2)სს ბადაგონი
3)სს ლომისი
4) შპს Bolero & Company
5) შპს GVMT Group
6) შპს ასკანელი ძმები
7) შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
8) შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
9) შპს რუსელოის
10) შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი

საქსტატის მონაცემიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციაში TOP 10 ექსპორტიორ კომპანიებს შორის ძირითადად ღვინის მწარმოებლები არიან. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, 1 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ ზრდა თითქმის 9% (60.4%)იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები