მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს გამყვანი ტურიზმი 3.2-ჯერ გაიზარდა - რა მიზნით მოგზაურობდნენ საქართველოს რეზიდენტები?

63f86ffe60e97
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.23 12:11
1154
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამყვანი ტურიზმის 2022 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა დაფიქსირდა.

ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.7-ჯერ მეტია. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით კი გასვლების უდიდესი ნაწილი - 46.8%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 99.4%-ით მეტია. ექსკურსიული ტიპის ვიზიტების რაოდენობა ამ პერიოდში 749 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს რიცხვი 59.5 ათასი იყო.

ვიზიტების უმრავლესობა, 49.2%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელდა. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5%-ს შეადგენდა.

2022 წელს მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში საშუალოდ 6.1 ღამეს ათევდნენ. ამასთან, ვიზიტების 95.9% განმეორებითი ხასიათის იყო.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოს რეზიდენტები უფრო ხშირდა საყიდლების გაკეთების მიზნით მოგზაურობდნენ, ამ ვიზიტებზე 41.1% მოდის.

განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით კი ასეთია:

1. საყიდლები - 695.9 ათასი ვიზიტი, 41.1%;
2. მეგობრების/ნათესავების მონახულება - 375.1 ათასი ვიზიტი, 22.2%;
3. პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 322.1 ათასი ვიზიტი, 19%;
4. დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 210 ათასი ვიზიტი, 12.4%;
5. მკურნალობა, გაჯანსაღება - 43 ათასი ვიზიტი, 2.6%;
6. სხვა - 46.7 ათასი ვიზიტი, 2.8%.
სულ 1 693.2 ვიზიტი

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 941.4 ათასი და 247.4 ათასი ვიზიტი. 2022 წელს ტურისტული მოგზაურობისას გაწეულმა ხარჯმა კი 1.8 მილიარდი ლარი იყო. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 078.6 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები