მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ჰაკერებმა და თაღლითებმა $21 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს

64391576cfcd9
გიორგი თოლორდავა
14.04.23 13:20
1183
გასულ წელს კრიპტოინდუსტრიაში კიბერდანაშაულის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა, საერთო ჯამში ჰაკერებმა და თაღლითებმა 21 მილიარდი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს.

აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა არ მოიცავს თაღლითურ კრიპტოპორიექტებს და ის უშუალოდ ანგარიშიდან აქტივების მოპარვის სტატისტიკას მოიცავს.

კიბერშეტევების ყველაზე დიდი კონცენტრაცია დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე, განსაკუთრებით კი საიდჩეინებზე ფიქსირდება. მოპარული აქტივების 82% სწორედ ასეთ DeFi პლატფორმებზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებს უკეთესი კიბერდაცვა აქვთ, ვიდრე დეცენტრალიზებულ ალტერნატივებს.

იდენტიფიცირებული ჰაკერების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთანაა დაკავშირებული. უმსხვილესი ჰაკერული დაჯგუფებები კი სწორედ რუსეთის ფედერაციას წარმოადგენენ.

თავდასხმის ყველაზე გავრცელებულ სახეობად სისტემაში გარღვევის აღმოჩენა და შემდეგ უკვე კოორდინირებული კიბერშეტევის განხორციელება ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები