ბრიტანელს ჰაკერს, რომელმაც 2020 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსების Twitter-ის ანგარიშების გატეხვაში ედება ბრალი, სასამართლომ კომპენსაციის გადახდა დაავალა. ბრალდებული ჯოზეფ ჯეიმს ო’კონორის ბიტკოინებში $5.4 მილიონი დოლარის ეკვივალენტის გადაიხდის. მკაცრი სასჯელი ხაზს უსვამს მასშტაბურ კიბერთავდასხმაში მის როლს. ცნობისათვის, ო’კონორი მარტო არ მოქმედებდა. მან დანაშაული აღიარა.
ო’კონორის მეთაურობით ჰაკერთა ჯგუფმა შეძლო ისეთი გავლენიანი პირების Twitter-ის ანგარიშებზე წვდომის მოპოვება, როგორიცაა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბილ გეიტსი, ილონ მასკი და ა.შ. აღნიშნულ ანგარიშებზე წვდომის მოპოვების შემდგომ მათ გაავრცელეს ელექტრონული ბმული, სადაც გამომწერებს ისინი ბიტკოინების დარიცხვის სანაცვლოს ორმაგი რაოდენობის ბიტკოინების უკან გადარიცხვას ჰპირდებოდნენ. აღნიშნულმა სქემამ ჰაკერებს დიდი მატერიალური მოგება მოუტანა. ასევე, მან ხაზი გაუსვა სოციალური მედიის უსაფრთხოების სისტემაში არსებულ სისუსტეებსა და მწვავე გამოწვევებს.




























