სემეკის ინფორმაციით, სხვადასხვა მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 2022 წელს სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალურმა კომპანიებმა 275 695 ლარის კომპენსაცია გასცეს.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მათი ცნობითვე, კომპენსაციები სექტორების მიხედვით ასე გადანაწილდა: ელექტროენერგეტიკა - 127 840 ლარი, ბუნებრივი გაზი - 68 195 ლარი, წყალმომარაგება - 79 660 ლარი.




























