მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 94%-ით აღდგა

63bfe50d96d2f
მარიამ ვარადაშვილი
12.01.23 14:52
371
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 822 486 მგზავრს მოემსახურა.

2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 94%-ით არის აღდგენილი, ხოლო რეისების რაოდენობა 112%-ით. პანდემიამდელ 2019 წელს კი აეროპორტი 873 907 მგზავრსა და 2886 რეისს მოემსახურა. რაც შეეხება დეკემბრის თვის მაჩვენებლებს, აეროპორტით 85 008 მგზავრმა ისარგებლა, რაც 3%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აეროპორტიდან ავიარეისების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა, შედეგად ის ჯამში 306 რეისს მოემსახურა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 2023 წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

მთავარი ფოტო: Nakanimamasakhlisi

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები