მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

63bd36c57d99c
BM.GE
10.01.23 14:13
609
2022 წელს საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იტყობინება.

უწყების ცნობით, 2022 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 21,71 ათასი ტონა, რაც 2,85 ათასი ტონით ანუ 15,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,86 ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის 12 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,52 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,91 ათასი ტონა (18%); გერმანია - 2,36 ათასი ტონა (10,9%) რუსეთი - 2,12 ათასი ტონა (9,8%); და სხვ.

2022 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 130 ათასი ტონა, რაც 33,6 ათასი ტონით ანუ 34,9%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (96,4 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2022 წლის 12 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 54,1% (70,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 26,5% (34,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 13,7% (17,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 3,7% (4,8 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 2% (2,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები