მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით ₾23.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - რა დატვირთვით მუშაობდნენ?

648ad4ff0b500
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 18:23
1132
2022 წელს სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურების გაწევით 23.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 1 მლნ ლარით აღემატება.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამაცივრე მეურნეობების 2022 წლის შედეგების მიხედვით, გასულ წელს სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 50.4 ათასი ტონა პროდუქცია შეისყიდეს.

ქვეყნის მასშტაბით ამ პერიოდის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 60-ით გაიზარდა. შედეგად საქართველოში 333 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. მათი უმრავლესობა 61.9% შიდა ქართლში იყო განთავსებული.
მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთში - 13.2%, ქ.თბილისში - 8.7%, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4.5%, აჭარაში - 3.3%, ქვემო ქართლში - 3.3%, იმერეთში - 3%, მცხეთა-მთიანეთში - 0.9%, გურიაში - 0.6% და სამცხე-ჯავახეთში - 0.6%.

2022 წლის განმავლობაში მომსახურება 485 მომხმარებელს გაეწია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 14-ით აღემატება. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით იქნა შესყიდული, 920 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 169 კაცით განისაზღვრა.

გასულ წელს მაცივრებში 283.1 ათასი ტონა პროდუქცია იყო შენახული, მათ შორის 44.4% - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20% - პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 14.3% - ხილი და ბოსტნეული, 13% - თევზეული, 4.3% - რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 4% უკავია.

2022 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 461 მლნ. ლარის ღირებულების (84.7 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (44%) ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების იყო.

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 56.6% ქათმის ხორცზე მოდიოდა. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (49.6%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (24.6%) და თევზეული (13.2%) წარმოადგენდა.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 7% უცხოურ ბაზარზე იქნა
რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (73.6%), თევზეული (17.3%) და ხილ-ბოსტნეული (8.3%) წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 53.7%-ს, თებერვალში - 51%-ს, მარტში - 44.5%-ს, აპრილში - 42.1%-ს, მაისში - 54.8%-ს, ივნისში
- 53.9%-ს, ივლისში - 51.5%-ს, აგვისტოში - 55.7%-ს, სექტემბერში - 52%-ს, ოქტომბერში - 56.8%-ს, ნოემბერში - 58.3%-ს, ხოლო დეკემბერში - 53.2%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები