მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველო უკრაინას დაახლოებით, ₾38 მლნ-ით დაეხმარა - მთავრობის ანგარიში

647db062e07bb
ინგა მურუსიძე
05.06.23 15:32
438
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

ანგარიშში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სავარაუდოდ, 30 ივნისს უნდა წარადგინოს, უკრაინისადმი სოლიდარობა საქართველომ საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით.

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.

2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“, - წერია ანგარიშში.

ამასთან, დამატებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში:

- ევროპოლისა და იტალიის პოლიციის ერთობლივი პროექტი „ONNET“, რომელიც მიმართულია იტალიური მაფიისა და ზოგადად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ;

- ევროპოლის პროექტი OSCAR“, რომელიც მიმართულია უკრაინის ომის კონტექსტში დასანქცირებული რუსული აქტივების მოძიებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები