მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვხედავთ, რომ სანქციების სისტემა არსებობს, ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ მის ეფექტიანობაში - ო'ბრაიენი

649c38598abef
მარიამ ვარადაშვილი
28.06.23 17:43
650
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ო'ბრაიენი ამბობს, რომ საქართველოს საჯარო უწყებებს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საქმე აქვთ გაკეთებული.

მისივე შეფასებით, ამ სისტემით მუშაობა თუ გაგრძელდა შესაძლებელი გახდება იმ საქონლის იდენტიფიცირება, რაც მათთვის ყველაზე პრობლემურად მიიჩნევა.

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერიმ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს სანქციების როლზე უკრაინის ომის კონტექსტში და თქვეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით.

“ეს სიახლეა და ამ სისტემის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე აქ ყოველდღიურად. ბევრი დასახელების ელექტროსაქონლით ვაჭრობა გარკვეულ პერიოდამდე ლეგალური იყო. უკვე თებერვლის ბოლოდან ევროკავშირმა და აშშ-მ გარკვეული პროდუქციის რუსეთში შეტანა არალეგალური გახადა. ამის შემდგომ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება დავინახეთ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. საქართველოში ვხედავთ, რომ სისტემა არსებობს და ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ბოლომდე დავრწმუნდეთ რომ ის ეფექტიანია. ვიცით, რომ ვაჭრობის სტრუქტურა იცვლება და ემბარგოს შემდეგ ქვეყანაში რუსეთის ექსპორტი აღდგა. ზოგიერთი გლობალური კომპანია აგზავნის საკუთარ პროდუქციას საქრათველოში და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ და მთავრობა ვართ ერთ პოზიციაზე და გარკვეული დასახელების პროდუქცია რუსეთში არ შევიდეს”,-ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები