მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის წლისთავზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

63f8d2a0943b2
მარიამ ვარადაშვილი
24.02.23 19:17
831
ომის წლისთავზე აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. სანქციები შეეხება რუსული პროდუქტის ექსპორტს, ასევე ახალი ტარიფების შემოღებას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს გადასცეს, რაც ქვეყნისთვის გაზაფხულზე რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად იქნება აუცილებელი. სამხედრო დახმარების პაკეტში არ შევიდა კიევის მიერ მოთხოვნილი F-16-ის საბრძოლო ვერტმფრენები.

ამის გარდა, აშშ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად აპირებს სანქციები დაუწესოს რუსეთის 200-მდე მოქალაქეს, ორგანიზაციას და ათობით საფინანსო ინსტიტუტს.

მესამე ქვეყნების მიერ სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით იგეგმება შეიქმნას აღმასრულებელი მექანიზმი, რომელსაც თავდაპირველად აშშ უხელმძღვანელებს და მისი მიზანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტროლი იქნება. როგორც Reuters წერს სანქციების ამ ნაწილის სამიზნე იქნება რუსეთი და ის “მესამე ქვეყნები” ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს ამ ომის პირობებშიც კი.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ დაასანქცირებს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ ინდუსტრიას დაკავშირებულ აქტორებსაც. ახალი სატარიფო სისტემა ამოქმედდება რუსულ მეტალებსა და ქიმიურ პროდუქტებზე. სანქციებში ჯამში თითქმის 3 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროდუქტს შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები