მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წელს საქართველოს ბაზარზე 30-40%-იანი ზრდა გვქონდა“ – „ნიამორი“

6419bb3b61675
ნანუკა ნარიმანიძე
22.03.23 09:30
648
ქართული ალკოჰოლურ სასმელების მწარმოებელი კომპანია „ნიამორს“ 2022 წელს საქართველოს ბაზარზე 30-40%-იანი, ხოლო ექსპორტის მიმართულებით 50-60%-იანი ზრდა ჰქონდა - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვოპერირებთ, ჩვენი ექსპორტი განისაზღვრება მხოლოდ სასაჩუქრე მიმართულებით, 2022 წელი ჩვენთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გაგვეზარდა გაყიდვები და შეკვეთები როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთაც“, - დასძინა მან.

„ნიამორის“ ნიშას წარმოადგენს სასაჩუქრე მიმართულება და ბოთლზე დატანილი გრავირება, კომპანიის პროდუქცია, ფაქტობრივად, ღვინოსთან ერთად ნაკეთობას მოიაზრებს, სწორედ ამიტომ კომპანიის პროდუქციამ, გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, დიდი მოწონება დაიმსახურა.

„საქართველოში და უცხოეთში ჩვენმა დიზაინმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბალტიისპირეთისა და ევროპის ქვეყნებში, გვინდა ექსპორტზე გასვლა არამხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით, არამედ მასობრივად და ვემზადებით ამისთვის“,- განმარტა მან და დასძინა, რომ კომპანიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაა.

ცნობისთვის: კომპანია „ნიამორი“ 2016 წელს დაარსდა, აქტიურად ფუნქციონირება კი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანია სტაბილურად 15 ადამიანს ასაქმებს. ამასთან, „ნიამორის“ ღვინოები ძირითადად 0.75-დან 5 ლიტრამდე ბოთლებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ის დაახლოებით 60-445 ლარის ფარგლებში მერყეობს, მოიაზრებს შეფუთვასა და თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისსაც. ღირებულება დამოკიდებულია პროდუქციის ზომასა და გრავირების თავისებურებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები