მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მალე თბილისთან ახლოს ახალ მარანსა და სივრცეს გავხსნით“ – „ნიამორი“

6419c18f0b924
ნანუკა ნარიმანიძე
26.03.23 10:35
753
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ნიამორი“ თბილისთან ახლოს ახალი მარნისა და სივრცის გახსნას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენი მარანი ქართლში მდებარეობს, 2023 წლისთვის გვინდა თბილისთან ახლოს ახალი მარნისა და სივრცის გახსნა, სადაც ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ვუმასპინძლებთ, მარანი შენების პროცესშია“, - განმარტა მან.

ცნობისთვის, „ნიამორმა“ მხოლოდ 2023 წელს 5000 ბოთლი აწარმოვა, პროდუქტი როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზეც იყიდება. კომპანია ვენახებს არ ფლობს და ყურძენს ადგილობრივი მევენახეებისგან იღებს, სამომავლოდ ვენახების დამატება არ იგეგმება.

კომპანიის დირექტორმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიისპირეთისა და ევროპის ქვეყნებთან.

„ჩვენ, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვოპერირებთ, ჩვენი ექსპორტი განისაზღვრება მხოლოდ სასაჩუქრე მიმართულებით, გვინდა საექსპორტო მიმართულება გავაფართოოთ და ჩვენი პროდუქტი უცხოურ ქსელურ მაღაზიებში გავყიდოთ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, კომპანია „ნიამორი“ 2016 წელს დაარსდა, აქტიურად ფუნქციონირება კი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანია სტაბილურად 15 ადამიანს ასაქმებს. ამასთან, „ნიამორის“ ღვინოები ძირითადად 0.75-დან 5 ლიტრამდე ბოთლებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ის დაახლოებით 60-445 ლარის ფარგლებში მერყეობს, მოიაზრებს შეფუთვასა და თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისსაც. ღირებულება დამოკიდებულია პროდუქციის ზომასა და გრავირების თავისებურებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები