მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წელს შექმნილი ღვინის კომპანია Vinotuta ექსპორტისთვის ემზადება

63ea43e2bb4f2
ნანუკა ნარიმანიძე
14.02.23 09:30
911
ყვარელში, სოფელ წიწკანაანცერში მდებარე ღვინის კომპანია Vinotuta, რომელიც ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა, ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თუთა გალეგაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში” განაცხადა.

“ღვინო უკვე გაგზავნილია დეგუსტაციაზე ამერიკასა და შვედეთში, მოწონება დაიმსახურა და კონკრეტულ შეკვეთებსაც ველოდებით უახლოეს მომავალში. 2023 წლის მთავარი მიზანია ერთ ქვეყანაში მაინც გავიდეთ ექსპორტზე”, - ამბობს გალეგაშვილი.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმებშია ასორტიმენტის გაფართოებაც. კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ გაზაფხულისთვის ქისის, ხოლო შემოდგომისთვის ჭაჭის წარმოების დაწყებას გეგმავენ, ამ გეგმის შესასრულებლად კი 40 000-50 000 ლარის ინვესტიციას მოიაზრებენ.

„ამ ეტაპისთვის სხვა ჯიშების დამატებას არ ვგეგმავ, მსურს, რომ მთელი ენერგიით ამ ორ პროდუქტზე ვკონცენტრირდე, რათა საუკეთესო ხარისხი გვქონდეს“, - ამბობს დამფუძნებელი.

bm.ge დაინტერესა თუ რამდენი ბოთლი აწარმოა აქამდე კომპანიამ, რაზეც თუთა გალეგაშვილმა თქვა, რომ მათ 2000 ბოთლის წარმოება შეძლეს, მისივე თქმით, ამ რიცხვის გაზრდა შესაძლებელია 30 000-მდე, თუ კი მოთხოვნა იქნება.

ღვინის კომპანია Vinotuta ამ ეტაპზე ხუთ თანამშრომელს ასაქმებს, თუმცა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, როდესაც ვენახის სამუშაოები არის შესასრულებელი, 18-20 კაციანი გუნდი ემატებათ. როგორც თუთა გალეგაშვილმა აღნიშნა, მას კომპანიაში ახალგაზრდების დასაქმებაც სურს, რათა მათ საკუთარი გამოცდილებები გაუზიაროს.

„მინდა გამოვიყენო ჩემი კონტაქტები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც Vinotuta-ში იმუშავებენ და გავცვალოთ ინფორმაციები, რათა ახალგზავრდებმა უფრო მეტი შეისწავლონ მეღვინეობაზე”, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები