მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა - მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ?

647456a036133
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.23 11:38
856
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა.

ამასთან, ქალაქისა და სოფლის დასახლებების მიხედვით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით იყო შემცირებული და 12.3% შეადგენდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6%-ს გაუტოლდა.

2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4% შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 15.3% (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 10.5% (-1.4 პროცენტული პუნქტი).

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8%-ს შეადგენს.

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.37-დან 0.36-მდე შემცირდა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და 0.34-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები