2024 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა და 4.5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის, რომელიც ექსპორტს თითქმის 8-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 8.5% და იმპორტის 26.5% მოდის.
ექსპორტი EU-ში
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 510.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-იან კლებას წარმოადგენს.
11 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
- თხილი და სხვა კაკალი - $55.4 მლნ დოლარი;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $54.8 მლნ დოლარი;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $39.8 მლნ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $30.8 მლნ დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $30.6 მლნ დოლარი.
BMG-მ ევროკავშირის ბაზარზე უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 ექსპორტიორი იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
- სს RMG Copper
- სს რუსთავის აზოტი
- შპს Caucasian Metals Terminal
- შპს ატლანტიკ საქართველო
- შპს პალატი 2022
- შპს რუსთავის ფოლადი
- შპს ჯეო ლოჯისტიკ
- შპს ჯეორჯიან პროდაქტს
- შპს ჯორჯიან მანგანეზი
EU-დან იმპორტი
11 თვეში ევროკავშირიდან იმპორტმა 4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აჭარბებს.
იანვარ-ნოემბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - $706.4 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $402.1 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $270.2 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $98.2 მლნ;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $75.4 მლნ.
BMG-მ ევროკავშირიდან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 იმპორტიორი იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- სს გეფა
- სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
- შპს ავერსი-ფარმა
- შპს აკა
- შპს თეგეტა თრაქ ენდ ბას
- შპს ლუკოილ-ჯორჯია
- შპს პსპ ფარმა
- შპს რომპეტროლ საქართველო
- შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
- შპს ფილიპ მორის საქართველო