მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის I კვარტალში საქართველომ 1.6 მლნ-ის მწვანილი გაყიდა - საექსპორტო ბაზრები და ექსპორტიორები

626e6ac167e3b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 15:48
1648
2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 8 ქვეყანაში 1.6 მლნ დოლარის ღირებულების 1 630 ტონა მწვანილი გაყიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მწვანილის ექსპორტის ღირებულება 27%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 25.1%-ით.

აღსანიშნია, რომ ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანილი რუსეთსა და უკრაინაში იყიდება. აქედან რუსეთში იანვარ-მარტში მწვანილის ექსპორტის ღირებულება 38.3%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში - 6.1%-ით.

მწვანილის საექსპორტო ბაზრები და 3 თვეში ამ მიმართულებით რეალიზებული მწვანილის ღირებულება და მოცულობები კი ასეთია:

1. რუსეთი - 615.5 ათასი დოლარი, 749 ტონა;
2. უკრაინა - 319.5 ათასი დოლარი, 398 ტონა;
3. მოლდოვა - 252.9 ათასი დოლარი, 156 ტონა;
4. რუმინეთ - 158.3 ათასი დოლარი, 135 ტონა;
5. სომხეთი - 125 ათაში დოლარი, 109 ტონა;
6. საბერძნეთი - 62 ათასი დოლარი, 27 ტონა;
7. ლატვია - 44 ათასი დოლარი, 13 ტონა;
8. პოლონეთ - 41 ათასი დოლარი, 40 ტონა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მწვანილების ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული ასეთია: შპს მთმ გრუპ; შპს აგრო ექსპორტი; შპს ნამი; შპს ბეგი; შპს ფრუსტარ; შპს სამეფო სოფელი; შპს ისოგრინ; შპს ლეგენდ; შპს ნათს ფუდი სენაკი; შპს "GEO GROUP".

რაც შეეხება გასული წლის ექსპორტს, 2021 წელს ქვეყანამ მწვანილის ექსპორტით 4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში 9 ქვეყანაში 3 985 ტონა მწვანილი გაიტანა. ეს რიცხვები 2020 წლის მონაცემებს აღემატება და თითქმის 2019 წლის ანალგიურია (2020 წელი - 3.2 მლნ დოლარი, 3 166 ტონა; 2019 წელი - 3.9 მლნ დოლარი, 3 971 ტონა). გასულ წლებშიც მთავარი საექსპორტო ბაზრები რუსეთი და უკრაინა იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები