მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წლის I ნახევარში ქართულმა ბანკებმა ₾836 მილიონის წმინდა მოგება მიიღეს

62d7c8e7db09e
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.22 13:20
1442
კომერციულმა ბანკებმა სებ-ს მათი ფინანსური ანგარიშები უკვე წარდუგინეს. აღნიშნული ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში არსებულმა 14-მა ბანკმა 2022 წლის პირველ ნახევარში 836 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. საქართველოს საბანკო ასოციაციის თანახმად, ამ მოგების 95% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის.

2022 წლის პირველ ნახევარში ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, საიდანაც უშუალოდ მოქალაქეების და ბიზნესების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი 2.34 მილიარდი ლარი იყო.

საპროცენტო შემოსავლების გარდა, ბანკებმა 674 მილიონი ლარის არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, ამ თანხიდან 327 მილიონი ლარი ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული მოგება იყო, საკომისიო შემოსავალი კი 287 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება ხარჯებს, ბანკებმა მათ მიერ მოზიდული დეპოზიტების და სხვა სახსრების მომსახურებაზე 1.3 მილიარდი ლარი დახარჯეს, საიდანაც უშუალოდ დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 733 მილიონი ლარი იყო, ხოლო ბანკების არასაპროცენტო ხარჯებმა 926 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მათ შორის ბანკებში დასაქმებული ათასობით ადამიანის სახელფასო ხარჯებს მოიცავს.

მთლიანობაში ბანკებმა 1 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, საიდანაც 164 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს, შედეგად, მათ აქციონერებს 836 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები