მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის მარტიდან მოპედების რეგისტრაცია და მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო ხდება

6193aa7f837a1
ინგა მურუსიძე
16.11.21 16:55
824
2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია და მათი მართვის მოწმობის ქონა სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილებები დღეს პარლამენტმა დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ცვლილება შევიდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში.

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 28 მარტამდე ნებაყოფლობითი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები