მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს

638ddea4a4dab
BM.GE
05.12.22 15:55
728
"ამბასადორი ბათუმი აილენდმა" ხელოვნური კუნძულის დაპროექტება-მშენებლობის ფარგლებში ხელშეკრულება წამყვან ამერიკულ არქიტექტორულ კომპანიასთან, ShoP Architects-თან გააფორმა.

ShoP Architects-ი ამერიკაში 2022 წლის საუკეთესო არქიტექტორულ კომპანიად დასახელდა. მათი დაპროექტებულია ისეთი ცნობილი შენობები, როგორიცაა: მსოფლიოში ყველაზე ვიწრო შენობა მანჰეტენზე 111w 57th street, Brooklyn Tower-ი, Uber-ის სათავო ოფისი, YouTube-ის სათავო ოფისი, Google-ის ოფისი, NBA-ში მოთამაშე Brooklyn Nets-ის არენა, Barclays ცენტრი, Uber Air, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში, ფულბრაითის უნივერსიტეტი და ა.შ.

ShoP Architects-ი "ამბასადორი ჯგუფის" დაკვეთით დააპროექტებს ულტრათანამედროვე მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობას ბათუმში, ხელოვნურ ნახევარკუნძულზე, რომელიც გააერთიანებს სასტუმრო და საცხოვრებელ ბლოკებს, ბიზნეს ცენტრებს და დასასვენებელ-სარეკრეაციო სივრცეებს.

ShoP Architects-ის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში, ძალიან მალე მოიპოვებს საერთაშორისო ცნობადობას და აღიარებას, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქალაქის და მთლიანად ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.

მიმდინარე წლის სექტემბერში SHoP Arc-ის დამფუძნებლები არქიტექტორების გუნდთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დამფუძნებლებსა და წარმომადგენლებს, დაათვალიერეს და შეისწავლეს საპროექტო ტერიტორია.

გლობალური არქიტექტორული კომპანია ShoP Architects-ი 1998 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. დღესდღეობით კომპანია 200-ზე მეტ არქიტექტორს აერთიანებს როგორც ამერიკიდან, ისე მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყნიდან. მიღებული აქვს მრავალი ამერიკული და საერთაშორისო ჯილდო არქიტექტურისა და დიზაინის კატეგორიაში, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური კომპანიის პრიზი (2014).


მსოფლიოში ყველაზე ვიწრო შენობა მანჰეტენზე 111w 57th Street



Uber-ის სათავო ოფისი


Brooklyn Tower-ი


®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები