მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ზაფხულში "გორდული“ ახალ საწარმოს აამოქმედებს

6197964205e4c
მარიამ იზორია
19.11.21 21:00
1535
ტკბილეულისა და საკვები პროდუქტის მწარმოებელი კომპანია „გორდული“ ხონში ახალი საწარმოს ამოქმედებას 2022 წლის ზაფხულში გეგმავს. როგორც bm.ge-ს „გორდულის“ დამფუძნებელმა გია ღაჭავამ განუცხადა, საწარმო 75-80 ადამიანს დაასაქმებს.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ბიზნესმენის გათვლებით, საწარმოს შექმნაში 1.5 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

„ახალი საწარმო წარმადობის გაზრდის საშუალებას მოგვცემს, რადგან ახლა მცირე საოჯახო საწარმო გვაქვს და პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც ვერ ვახერხებთ; დიდი წარმოება კი ამის საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს „გორდულის“ დამფუძნებელი, რომელსაც იმედი აქვს, რომ წარმოების გაფართოებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს ბანკიდან, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში მოიზიდავს.

„გორდული“ 2015 წელს 130 000 ლარის ინვესტიციით დაფუძნდა, საიდანაც 60 000 ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში აღებული სესხი იყო. კომპანია ამ დროისთვის ხონის რაიონ სოფელ გორდში მცირე საოჯახო საწარმოსა და მაღაზიას აერთიანებს, სადაც „გორდულის“ 50-მდე პროდუქცია იყიდება. ამჟამად საწარმო 12 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები