მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა - განისაზღვრა 5 ვალდებულება

646f8a88d3168
BM.GE
25.05.23 20:30
733
დღეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. 

სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ხუთი ვალდებულება:

-პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების, როგორც ინსტრუმენტის გაუმჯობესება და მათი განხორციელების მონიტორინგის სისტემის დანერგვა;

-პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წლიური ანგარიშების სტრუქტურის და მათი განხილვის პროცედურების სტანდარტიზება;

-პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე;

-ყოველწლიური კონფერენცია პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ივნისში გაიმართება საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც მოხდება ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი დეპუტატების განსაზღვრა.

საბჭომ, ასევე, მხარი დაუჭირა ღია პარლამენტის მე-4 სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს და იმსჯელა ღია პარლამენტის მე-4 სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშისა და კომიტეტების ანგარიშების ახალ ფორმებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები