მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023-2024 წლებში რამდენიმე ათასი დამწყები IT სპეციალისტის მომზადებას ვაპირებთ - დავითაშვილი

641a98815cab0
ინგა მურუსიძე
22.03.23 10:13
1094
„საქართველოში მართლაც ნულიდან ჩამოყალიბდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის მექანიზმი. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი დასრულდა, მაგრამ ამ პროექტით არ მთავრდება ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, პირიქით, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით - სახელმწიფოს უამრავი გეგმა, მიზანი და ამოცანა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 2018 წლიდან ხორციელდებოდა - მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, დღემდე სულ 186 პროექტი დაფინანსდა, 40 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება და 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი და მხარდაჭერილი არაერთი ქართული სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და წარმატებით საქმიანობს.

ლევან დავითაშვილმა პროექტის მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა როგორც მსოფლიო ბანკის გუნდს, ისე თავად სტარტაპერებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მომავალშიც აქტიურ მუშაობას აპირებს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მსოფლო სამეულში მყოფი აქსელერატორი - „500 სტარტაპი“ შემოიყვანა, ამ პროგრამის რამდენიმე ეტაპი უკვე წარმატებით დასრულდა და მომავალში გაგრძელდება ახალი სტარტაპ-კომპანიების, ინოვაციური იდეების დაფინანსება.

„გვინდა, მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიცვათ, ვისაც ინოვაციური იდეები აქვს, ან სურს, თავისი ნიჭი ახალ მიმართულებებს მოახმაროს, დახვეწოს თავისი უნარები. წელს და მომავალ წელს რამდენიმე ათასი დამწყები აიტი სპეციალისტის მომზადებას ვაპირებთ. პროფესიული კადრების მომზადებითა და სტარპტაპ იდეების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ისეთი კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე - კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. მან ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები დააჯილდოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები