მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 “ჩირინასთვის”

ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარება ყოველწლიურად მზარდ მაჩვენებს აფიქსირებს, რასაც სექტორის წარმომადგენლები კომპანიების შედეგებიც ადასტურებენ. ამის მიღმა, მაგალითად, ნედლი ხორცის შემთხვევაში მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რისი მიზეზიც საქონლის გაზრდილი ექსპორტია. ეს ბაზრის რეალობაა, ამ რეალობაში რამდენიმე საინტერესო საწარმო და ბიზნესია. მათ შორის, 10 წლიანი სტაჟის კომპანია ბიუ ბიუ, რომელმაც წელს მომხმარებლისთვის სრულიად ახალ პროდუქტზე გააკეთა შეთავაზება და ზაფხულში კომპანია ჩირინამ “ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა.

„ჩირინას“ ახალი საწარმო ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და ახალი, ნედლი ხორცისგან აწარმოებს ხორცპროდუქტებს. საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს.

ხორცპროდუქტების საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 3 ჰექტრამდე მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის მხარდაჭერით განხორციელდა.

სტუმარი: რევაზ ვაშაკიძე - "ჩირინას" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები