მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელი “გუდვილისთვის”

20 წლის წინ პირველად საქართველოს ბაზარზე გამოჩენილი და ახლა უკვე ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ ორ ათეულ წელში ბევრ საინტერესო ისტორიას და პროექტს ითვლის. ქვეყნის ფარგლებსაც გასცდნენ და ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი თანამშრომლობა და პარტნიორობა მუდმივია ურთიერთობა ქართველ ფერმერებთან. რომლის ფარგლებშიც ეხმარება მათ საკუთარი პროდუქტის რეალიზაციაში, ამოწმებს ამ პროდუქტს ლაბორატორიულად, რათა მომხმარებლამდე უვნებელი პროდუქტი მივიდეს.

2024 წელს „გუდვილი“ 20 წლის ხდება, რაც მნიშვნელოვანი სიახლეების დასაწყისი იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე - მომხმარებლისათვის. კომპანიამ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ექსპერტებთან, როგორებიც არიან ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე და შეფ მიხეილ ავსაჯანიშვილი. ასევე, აღსანიშნავია „გუდვილის“ ექსკლუზიური კოლაბორაცია ბრენდ-შეფ ხათო ბაკურაძესთან - თანამშრომლობის შედეგად, მხოლოდ გუდვილის დახლებზე შეხვდებით ფრანგული დესერტების განსაკუთრებულ ხაზს, რომელიც ხათო ბაკურაძემ სპეციალურად გუდვილისთვის შექმნა.

სტუმარი: გიორგი ხაბაშვილი - "გუდვილის" დირექტორი;