მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2023 წელი როგორც რითეილ სექტორისთვის, ასევე სავაჭრო ცენტრებისთვის წარმატებული იყო“-თეიკო ლომინაძე

ისთ ფოინთი

Quadrum Georgia საქართველოში სამი მიმართულებითაა წარმოდგენილი, ესაა რითელ სექტორი "დომინო-ს" სახით და სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთის" სახით. გასულ წელს კი, კომპანიამ დეველოპერული მიმართულება "თბილისი გარდენის" სახით დაამატა.

როგორც Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, გასული 2023 წელი როგორც რითეილ სექტორისთვის, ასევე სავაჭრო ცენტრებისთვის წარმატებული იყო.

„ 2023 წელი "დომინოში" საკმაოდ დიდი ზრდით დავხურეთ, როგორც ყოველთვიურ, ასევე კონსოლიდირებულ 12 თვის ჭრილში. მეტიც, წლის განმავლობაში 2 რეკორდული თვე გვქონდა.

რაც შეეხება „ისთ ფოინთს“ სავაჭრო ცენტრის სივრცეში გაზრდილი იყო როგორც მომხმარებელთა ნაკადები. ასევე, საშუალო ქვითარი, რაც მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხას გულისხმობს როგორც ერთ მაღაზიაში, ასევე საერთო ჯამში. ჯამურად, ბრუნვის კონკრეტული რიცხვების თქმა რთულია, ვინაიდან თვე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა სექტორულ ჭრილში, დღეის მონაცემებით მოდის მიმართულებით, რომელიც ტანსაცმელსა და აქსესუარებს მოიცავს 40%-იანი ზრდა ფიქსირდება. ხოლო, ელექტრონიკისა და ჰიპერმარკეტების მიმართულებით, ზრდა კიდევ უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, საერთო ჯამში, განურჩევლად მიმართულებისა, ყველა სექტორში მნიშვნელოვნად კარგი წელიწადი იყო,“-აცხადებს ლომინაძე.

მისივე ცნობით, ამგვარი ზრდის ზუსტი მიზეზის დასახელება რთულია, თუმცა ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად, ქვეყანაში დროებითი მიგრანტების შემოდინება სახელდება, რამაც ადგილობრივ მომხმარებლებს შემოსავლები გაუზარდა.

თუმცა, Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი საპროგნოზოდ, საკმაოდ რთული იქნება. ვინაიდან, ის მრავალ გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები