მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა - როგორ მუშაობს მონიტორინგის სისტემა?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი - 3 111 ფაქტი, უკანონო ტყით სარგებლობას ეხება. მათგან 1 465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 724 კი - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 75 უკანონო სახერხი საამქრო.

12 თვის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 595, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 2 097, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 1 477, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 775, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 706, წიაღის უკანონო მოპოვების - 686, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 454 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 871 ფაქტია გამოვლენილი.

რეგიონების ჭრილში თუ შევხედავთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ დარღვევების ყველაზე მეტი - 2 621 ფაქტი გამოავლინეს კახეთში, 2 180 სამართალდარღვევაა აღკვეთილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1 867 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 1 648 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1053 - მცხეთა-მთიანეთში, 883 - შიდა ქართლში, 836 - ქვემო ქართლში, 786 კი - სამცხე-ჯავახეთში.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 833 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

რა ტიპის ზედამხედველობას ვახორციელებთ და რამდენად ახლოსაა მონაცემები რეალურ შედეგებთან?

სტუმარი: თინათინ მაღედანი - „ეკო ცენტრის“ დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები