მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი მხოლოდ საწარმოების 6.8%-მა შემოიტანა

სახელმწიფო საწარმოები

2023 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.8%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილმა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 6.2% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის გამოკვლევის შედეგებში წერია, რომელიც 2023 წელს საწარმოების ინოვაციური აქტივობას მიმოიხილავს.

გამოკვლევის მიხედვით, ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 75.8% და 63.5%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან.

ამასთან, განხორციელებული ინოვაციების 56.7% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.3% - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

სტატისტიკის თანახმად, საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 82.1% შემუშავებულია უშუალოდ საწარმოს მიერ, 24% - სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 22.9% მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება - მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 18.9% შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე საწარმოთა 47.9%-მა მიანიჭა დიდი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.7% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 35.3% - მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები