მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა

დასაქმება

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.6%-ით გაიზარდა და 204.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ხოლო, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 823.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წელს მისი მოცულობა 77.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით მეტია.

2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.3% - საშუალოზე, ხოლო 17.9% კი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1%, საშუალოზე - 24.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.3 %.

2023 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 109.0 მილიარდი ლარი (2022 წელთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 71.2 მილიარდი ლარი (2022 წელთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2023 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 823.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.4 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.6 პროცენტი - მამაკაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 39.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771.5 ათასი კაცი შეადგინა (2022 წელთან შედარებით 6.2 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2022 წელთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტი).

2023 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 827.3 ლარს გაუტოლდა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 221.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 445.3 ლარი შეადგინა (2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 181.3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:


⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 077.2 ლარი
⦁ საშუალო ზომის ბიზნესი – 2 199.7 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 306.5 ლარი.

2023 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 38% ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.4% წილით, შემდეგ კი - დამმუშავებელი მრეწველობა 7.8% წილით, მშენებლობა - 5.9% წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.3 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2023 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა ვაჭრობა (19.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (19.5 პროცენტი), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (17.3 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 34.4 პროცენტიანი წილი ეკავათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები