2024 წლის იანვარში Galt & Taggart-მა 13 სისტემური დეველოპერი გამოკითხა, რომელიც მოიცავდა 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
- 2023 წელს, დეველოპერებისგან შეძენილი ბინების მთლიანი რაოდენობა წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას.
- დეველოპერების გაყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს, რაც დასტაბილურდა 2023 წლის პირველ 9 თვეში. აღსანიშნავია, რომ ამ სტაბილიზაციის შემდეგ, 2023 წლის მე-4 კვარტალში დეველოპერების გაყიდვები კვლავ დაჩქარდა და წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა.
- 2023 წელს დასრულებულ პროექტებს შორის თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია.
ამასთანავე, პროექტებში რომელთა დასრულების თარიღი 2026-28 წლებია, ბინების თითქმის
ნახევარია უკვე გაყიდული.