მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს „ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის  45,5% ოკუპირებულ აფხაზეთმა მოიხმარა

ენგურჰესი

2023 წელს „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 45,5% აფხაზეთმა მოიხმარა - ამის შესახებ, bm.ge-ისთვის "ენგურჰესიდან" მიწოდებული მონაცემით ირკვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმებით, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის.

საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 4.233 მლრდ კვტ. სთ-ია. ამავე პერიოდში აფხაზეთმა "ენგურჰესიდან" და "ვარდნილჰესის" კასკადიდან 1.925 მლდრ კვტ.სთ-ს ელექტროენერგია მოიხმარა. შესაბამისად, აფხაზეთის მოხმარებამ შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 45,5% შეადგინა.

ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველომ ჯამურად 1.05 მლნ აშშ დოლარის 790 გვტ. სთ. ელექტროენერგია, 2022 წელს კი, 41.7 მლნ აშშ დოლარის 1,533 გვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. თიბისი კაპიტალის ცნობით, თითქმის 38-ჯერ შემცირებული იმპორტის 98%, აფხაზეთის ელექტროენერგიით დაკმაყოფილებას მოხმარდა. საქართველომ ელექტროენერგია გასულ წელს, სრულად რუსეთიდან შეიძინა. გამოდის, ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებამ 1.03 მლნ დოლარი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები