მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ეროვნულმა ბანკმა $1.5 მლრდ შეიძინა და $195 მლნ-მდე გაყიდა

დოლარი ფული

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სებ-მა გასულ წელს 1.47 მილიარდი დოლარის ინტერვენციები შესყიდვის მიმართულებით განახორციელა, ხოლო 194.9 მილიონი დოლარი კი გაყიდა. შედეგად, წმინდა შესყიდვების მოცულობამ 1 მილიარდ 270 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, სწორედ ამ თანხით გაიზარდა სავალუტო ჩარევების შედეგად 2023 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 108 მილიონი დოლარით მეტია.

ეროვნული ბანკი 2023 დოლარის შესყიდვებს Bloomberg-ის Bmatch პლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა, ამ მხრივ ყველაზე აქტიური იყო 2023 წლის აპრილი, როდესაც წმინდა შესყიდვებმა 322 მილიონი დოლარი შეადგინა.

გაყიდვის მიმართულებით ეროვნულ ბანკს ბაზარზე ჩარევა ყველაზე მეტად სექტემბერსა და ოქტომბერში მოუწია, რაც სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ნეგატიური მოლოდინების განეიტრალებას ემსახურებოდა. მთლიანობაში სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა 64.8 მილიონი დოლარი, ოქტომბერში კი 84.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

bmatch
Infogram