მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ჰაერის დაცვის შესახებ რეგულაცია 15-მა კომპანიამ დაარღვია

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემა ბიზნესის ნაწილს 2021 წელს ამოქმედებული კანონის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ აქვს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ BMG-სთვის მოწოდებული მონაცემებით, ამ ეტაპზე, თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება 51 აქტიურ საწარმოს აქვს, თუმცა 2023 წელს, შესაბამისი მოთხოვნა მხოლოდ 31-მა დააკმაყოფილა.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, გასულ წელს, 15 საწარმოს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათგან 13-ს გამოეწერა ჯარიმა, 2-ს კი შენიშვნა მიეცა. 13-მა კომპანია ჯამურად 240 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამ კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: შპს რუსთავი სთილ კორპ. კომპანი, ქიმინვესტი, ანტკელი, შპს ეკოგაჯი, შპს დენმარკ ( 40 000 ლარი;) შპს გეგმეტი, აგროქემიკალს ჯორჯია, ; შპს ველი ( 20 000 ლარი;) შპს ჰოლდინგი - 40 000 ლარი; შპს ჯერმან ცემენტ ლტდ, ჯეო ცემენტი - 40 000 ლარი; პრემიუმ ჰოლდინგი , რუსთავის ფოლადი.

2021-2022 წლებში ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის 600 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა. როგორ მუშაობს ჯარიმები და რა გვჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის?

სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები