მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ჰაკერებმა $1.1 მილიარდის გამოსასყიდი მიიღეს

ჰაკერი

გასულ 2023 წელს კიბერდამნაშავეებმა და ჰაკერებმა გამოსასყიდის სახით 1 მილიარდ 100 მილიონი დოლარის გამოსასყიდი მიიღეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ტრანზაქციების აბსოლუტური უმრავლესობა კრიპტოვალუტრების მეშვეობით განხორციელდება, რადგან ჰაკერები, როგორც წესი, საბანკო ანგარიშებით არ სარგებლობენ.

თავდასხმის ძირითადი სტრატეგია კომპიუტერული სისტემების პარალიზებასთან, მონაცემების მოპარვასთან და შანტაჟთან იყო დაკავშირებული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჰაკერები კომპანიების სისტემებში აღწევდნენ, მის პარალიზებას ახდენდნენ და ინტერნეტში კომპანიის კომერციული საიდუმლოების გავრცელების მუქარით გამოსასყიდს ითხოვდნენ.

გასულ წელს განსაკუთრებით აქტიურები რუსი ჰაკერები იყვნენ, რადგან თავდასხმების უმეტესობაში სწორედ რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები ფიგურირებდნენ. ასევე, საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა ირანის და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები