გამყვანი ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელს 30%-ით გაიზარდა. კომპანიის გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი 2023 წელს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ "კოვიდის" შემდეგ ეს პირველი წელი იყო, როდესაც მოგზაურებმა აქტიური ჯავშნების გაკეთება დაიწყეს. შესაბამისად ის მოლოდინები, რომელიც კომპანიაში იყო სრულად გამართლდა.
გოგა ქუცნიაშვილი ამბობს, რომ წარმატებული 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს უფრო დადებითად აფასებენ და დატვირთვის 20%-ით ზრდას ელიან.
„ჩვენი კომპანიისთვის 2023 წელის საკმაოდ პოზიტიური იყო, იქიდან გამომდინარე რომ ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი ჯავშნების გაკეთება დაიწყო. მოგზაურობის სეზონი საკმაოდ ადრე - დაახლოებით მაისიდან დაიწყო და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. 2023 წლის სეზონის დასაწყისში რა მოლოდინებიც გვქონდა სრულად გამართლდა. მიმდინარე წელს კი უფრო პოზიტიურ სეზონს ველით.
გასულ წელს „ვოიაჟერი“ მომხმარებელთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2024 წელს, ველით რომ დატვირთვა მინიმუმ 20%-ით გაიზრდება“, - აღნიშნავს ქუცნიაშვილი.
„ვოიაჟერი 365“ ადგილობრივებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს აზია, აფრიკა, ევროპა თუ სხვა ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ყველა მიმართულებით 2023 წელს განსაკუთრებული მოთხოვნა იყო და რომელიმე კონკრეტული მარშრუტის გამოყოფა რთულია.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მიმართულებით ქართველების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილი იყო და გამოკვეთილი დანიშნულების ადგილი არ ყოფილა. ზაფხულის სეზონში თურქეთი რჩება ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ფასიდან და მომსახურებიდან გამომდინარე, თუმცა მთლიან სეზონს თუ შევაჯამებთ ერთი მიმართულებით გამოკვეთილი მოთხოვნა არ ყოფილა. ქართველები აქტიურად მოგზაურობდნენ აფრიკაში - ზანზიბარში, კენიაში, ასევე აზიის მიმართულებით მალდივის კუნძულებზე, ტაილანდში, ბალიზე; ევროპის ყველა ქვეყნის მიმართულებით მაღალი მოთხოვნა იყო, ზაფხულის სეზონზე კი ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი იყოს პოპულარული“, - ამბობს გოგა ქუცნიაშვილი.
ძირითადი მოთხოვნა 2-კაციან მგზავრობაზე მოდის, თუმცა გვაქვს შეკვეთები ჯგუფურ ტურებზე. ახლა მიმდინარე ჯგუფური ტურები რაც გვაქვს არის მარტში ტაილანდი და მაისში იაპონიის ჯგუფური ტური,.