მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ოჯახების საშუალო თვიური ხარჯი გაიზარდა - რაზე ხარჯავდნენ ოჯახები ყველაზე მეტს?

ხარჯები

2023 წელს ოჯახებს, შემოსავლებთან ერთად გაეზარდათ ხარჯებიც. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გასული წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ ოჯახზე , წინა წელთან შედარებით, 16.7%-ით 1 649 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ერთ სულზე საშუალო თვიური ხარჯი 18.7%-ით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.

ქალაქის ტიპის დასახლებებში თვიურმა ხარჯმა გასულ წელს 1 706 ლარი შეადგინა, რაც წლიურად 23.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.7%-ით გაიზარდა და 1 551 ლარს გაუტოლდა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.7% შეადგინა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

ფულადი ხარჯების განაწილება კატეგორიების და დასახლების ტიპის მიხედვით ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები