მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს პენსიონერთა რაოდენობა 838 097-მდე გაიზარდა - რა მოცულობის პენსია გაიცა შარშან?

პენსიონერები

2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 838 097-მდე გაიზარდა. საქსტატმა დღეს სოციალური დაცვის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებს ეფუძნება.

სტატისტიკის მიხედვით, პენსიის მიმღებ პირთაგან 71.1% ქალია, ხოლო 28.9% - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.3% თბილისშია, 15.8% - იმერეთში, 10.5% სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10% - ქვემო ქართლში, 8.7% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8%.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, დეკემბრის მონაცემებით 2023 წლის ბოლოსთვის 838 097 პენსიონერი იყო ქვეყანაში. წლის განმავლობაში კი პენსიის სახით 3 303 646 156 ლარი გაიცა. გაზრდილია გაცემული პენსიის მოცულობაც. 2022 წელს ქვეყანაში 2 698 627 886 ლარი გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები