მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ქართველებისთვის ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებები თურქეთი და სომხეთი იყო

მოგზაურობა

2023 წელს საქართველოდან გამყვანი ტურიზმის მაჩვენებელი გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.6%-ით მეტია. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 32.7%-ით მეტია.

აქედან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 43.9%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა მეზობელ ქვეყნებში თურქეთსა და სომხეთში შესრულდა, შესაბამისად, აქედან თურქეთში 1 მილიონი, ხოლო სომხეთში 349 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ქართველებისთვის ყველაზე მონახულებადი ტურისტული მიმართულებების რეიტინგი კი ასეთია:

  1. თურქეთი - მთლიანი ვიზიტების 43.3%;
  2. სომხეთი - მთლიანი ვიზიტების 15%;
  3. ევროკავშირის ქვეყნები - 14.5%;
  4. რუსეთის ფედერაცია - 12.5%;
  5. აზერბაიჯანი - 1.9%;

სხვა ქვეყნები: მთლიანი ვიზიტების 12.7%.

აღსანიშნია, ისიც რომ 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით განხორციელდა.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 7.1%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.2% განმეორებითი ხასიათის იყო.

სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა, 49%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.6%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები