საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიას “ჩემი მარაგი”, რომელიც მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს, მიმდინარე წელს რეალიზაცია გაეზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს.
“ჩემი მარაგი” მესამე წელია რაც ბაზარზე გამოჩნდა, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მარცვლეულს, ბურღულეულს, თხილეულს, ჩირეულს და სანელებლებს ადგილზე მიტანის სერვისით, მთავარი იდეაა შეიკრას პროდუქტები, მიეცეს მარაგის სახე და ასეთი სახით შევთავაზოთ მომხმარებელს ქვეყანაში საუკეთესო ფასად. გასულ წელს ბრენდის ბრუნვა 500 000 ლარი იყო, წელს ეს რიცხვი 500%-ით გაიზარდა და ბრუნვა 2,5 მლნ ლარია”, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა BM.GE-სთან საუბრისას.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კომპანიაში განმარტავენ, რომ ბრენდი გამომშრალი ბოსტნეულისა და სოციალური პროდუქტების დამატებას გეგმავს.
“არსებულ ბაზარზე მოთხოვნა დიდია, ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასორტიმენტის გაზრდაზე, გვინდა მომხმარებელს გამომშრალი ბოსტნეული შევთავაზოთ, შევქმნით დაახლოებით 40 დასახელების პროდუქტს, ამასთან, სოციალური პროდუქტების მიმართულებით გვსურს პურის ფქვილისა და ზეთის დამატება, შაქარი უკვე გვაქვს, ამიტომ ყველაფრის დამატების შემდეგ შესაძლებლობა გვექნება მომხმარებელს სრულად შევთავაზოთ კალთები”, - ამბობენ კომპანიაში.
მათივე თქმით, “ჩემი მარაგი” განაგრძობს განვითარებას არსებულ ბაზარზე და მომხმარებელს უფრო ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს, ბრენდი ექსპორტზე გასვლას არ აპირებს, რადგან მას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი მომსახურება აქვს.
ცნობისთვის: “ჩემი მარაგი” კომპანია “აგრო ფუდ ტრეიდის” ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, ამასთან, “აგრო ფუდ ტრეიდი” ბაზარზე 10 წელს ითვლის. “ჩემი მარაგის” საწარმო კუკიაზე მდებარეობს და მასში 36 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის შეძენა ბრენდის ვებსაიტზე, ნებისმიერ საკომუნიკაციო ქსელსა და ქოლცენტრის მეშვეობითაა შესაძლებელი, მიტანის სერვისი ყველასთვის უფასოა.