დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 147 ლარს აჭარბებს, მათ შორის, მიწის ნაკვეთების ღირებულებაა 71 მილიონი ლარი, ხოლო სხვა უძრავი ქონების ღირებულება (ბინა, ავტოსადგომი, დამხმარე ფართი, კომერციული ფართი, საოფისე ფართი და ა.შ.) - 76 მილიონ ლარს აჭარბებს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მოხსენებაში წერია.
- მოხსენების თანახმად, 2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე;
- სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ;
- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 130 მილიონ ლარზე მეტი;
- დაყადაღებული მოძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია,
ხოლო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხების რაოდენობა 7 მილიონ ლარამდეა.
შეგახსენებთ,ხვალ, 21 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. მოხსენება, რომელიც 2023 წელს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებებს შეეხება, პარლამენტს უკვე წარედგინა.