მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს, საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის  ყველი და ხაჭო გავიდა

ყველი

2023 წელს, საქართველოდან ექსპორტზე $1.47 მილიონის ღირებულების ყველი და ხაჭო გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ქართული ყველი და ხაჭო სულ შვიდ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, ესენია: სომხეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ჰონ-კონგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და ყაზახეთი.

თუ ამ ორ უკანასკნელ ქვეყანაში გასული ყველისა და ხაჭოს ღირებულება მიზერულია, ამავეს ვერ ვიტყვით, სომხეთზე, სადაც 2023 წელს $786 ათასის ღირებულების ყველი და ხაჭო გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 53%-ს შეადგენს. ქართული რძის ნაწარმის დიდი შემსყიდველია ამერიკის შეერთებული შტატებიც, სადაც 2023 წელს $603 ათასის ყველი და ხაჭო გაიყიდა, ანუ ექსპორტის 41%. საერთო ჯამში, სომხეთზე და აშშ-ზე ექსპორტის 94% მოდის.

საინტერესოა, რომ ყველისა და ხაჭოს ექსპორტი დადებითი დინამიკით ხასიათდება. ამ პროდუქტის ექსპორტი მდგრადად იზრდება 2017 წლიდან, როცა, ყველისა და ხაჭოს გაყიდვით, ჯამში, საქართველომ $537 ათასის შემოსავალი მიიღო. თუ 2017-2023 წლებში, საქართველოდან, ყოველწლიურად, საშუალოდ, $722 ათასის ღირებულების ყველი და ხაჭო გადიოდა, 2010-2016 წლებში, ეს მაჩვენებელი $86 ათასს შეადგენს, ანუ საქმე 524%-იან ზრდასთან გვაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები