მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოს სასტუმროებს ყველაზე მეტი უცხოელი სტუმარი რუსეთიდან ჰყავდა - საქსტატი

სასტუმრო

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სტუმრების 60.2% უცხოელი იყო. იმის მიუხედავად, რომ სასტუმროებში რუსი სტუმრების რაოდენობა წლიურად 4%-ით შემცირდა, ქვეყნების მიხედვით ლიდერი სწორედ რუსეთი იყო. გასულ წელს სასტუმროებში 355 ათასი სტუმარი, ანუ ჯამური რაოდენობის 11.8% რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები უცხოელი სტუმრების 7.2%-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (EU-ს მოქალაქე სტუმრების 29.2%) და პოლონეთის (EU-ს მოქალაქე სტუმრების 26.6%) მოქალაქეები იყვნენ.

საქსტატის მონაცემებით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით. ამასთან, რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 12.7% და 11.7%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები