მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოში 52 627 რუსი იმიგრანტი შემოვიდა - მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა

საქსტატი

2023 წელს საქართველოში 52 627 რუსეთის მოქალაქე იმიგრირდა. საქსტატის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით შემცირდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წელს საქართველოში 62 304 რუსი იმიგრანტი დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასული რუსეთის მოქალაქეების რიცხოვნობა გაიზარდა და ქვეყნიდან ემიგრაციაში სულ 35 344 რუსი გავიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი მცირე იყო და მხოლოდ 5 935 რუსეთის მოქალაქეს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5%-ით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 75.9% საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოში იმიგრირებული მოქალაქეების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. საქართველო - 91 896 მოქალაქე;
  2. რუსეთის ფედერაცია - 52 627 მოქალაქე;
  3. თურქეთი - 8 624 მოქალაქე;
  4. ინდოეთი - 8 406 მოქალაქე;
  5. უკრაინა - 7 516 მოქალაქე;
  6. ბელარუსი - 3 557 მოქალაქე

სხვა ქვეყნის მოქალაქე - 33 072

მოქალაქეობის გარეშე - 159

ვინ ითვლება იმიგრანტად?

“პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე),”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.